17, ივნისი 2019 20:38:00
პარტია ,,ევროპული საქართველოს" წევრი ხულოს მერიას მიმართავს. კახა დეკანაძე ადგილობრი ხელისუფლებას, დაბაში გადასასვლელების, ე.წ ზებრას მოწყობას სთხოვს. მისი თქმით, ტერიტორიაზე სახიფათო სამი მონაკვეთია. ხულოს მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უახლოეს დღეებში მოეწყობა.